უკვე მეორე დღეა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარია, რამაც პრობლემები გამოიწვია:
დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ბოძები. წააქცია მრავალწლოვანი ხეები, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილას შეიზღუდა გადაადგილება.
ცენტრალურ გზებზე მოძრაობა უკვე აღდგენილია.
ჩოხატაურის „სერვის ჯგუფის“, „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ.
სტიქიის შემსწავლელი კომისია სწავლობს დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას და ადგენს ზარალის ოდენობას.