მევიოლინე, ბელა ბერკემერ-მახარაძე, რომელიც წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებიდანაა და მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს, თავის ხელოვნების ნიმუშს, თოვლის დედოფალას მეგობრებს საკუტარ ფეისბუკ გვერდზე უზიარებს და წერს:
“არა რაა, აშკარად ნიჭიერი გურული ვარ მეგობრებო, თანაც ფანტაზიის უნარიც მშვენიერი გამაჩნია, არაა ნუ რა ტალანტი მოქანდაკე დაკარგა საქართველომ ჩემი სახით… ამაზე აღარ დავიწყებ საუბარს, ქედმაღლობაში ჩამეთვლება იმედი მაქვს, ცოტათი გაგართობთ ჩემი პრანჭია-მანჭია თოვლის დედოფალა, რომელიც მართლა ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, არავისგან ამიღია მაგალითი, მააშ გამახარებთ თუ სახელს თქვენ მოუძებნით ამ პრანჭია ქალბატონს ps. ხუმრობა იქეთ იყოს და იმდენად ცოტა თოვლი იყო მოსული გუშინ, ამ ქალბატონის აწყობას სადღაც 2 საათი მოვანდომე სრულიად დამოუკიდებლად, ეზოში დავწოწიალობდი და ვაგროვებდი თოვლს, თან არავინ მეხმარებოდა, რადგან ნინა და მარი ცალკე აკეთებდენ თავიანთი გემოვნებით თოვლის ბაბუს.”- წერს მევიოლინე.