“აი როგორი “საამაყო ვარსკვლავებით” არის წარმოდგენილი გურია ერთპარტიულ “პარლამენტში”-წერს ლანჩხუთის კულტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირმა მგელაძე და ლანჩხუთ-ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარის, “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის წევრის ნინო წილოსანისა და გურიის მოქმედი მაჟორიტარის, ვასილ ჩიგოგიძის იმ განცხადებებზე მიუთითებს, რაც ბუკნარში განვითარებული მოვლენების დროს საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი გახდა. ზოგადად, “ქართული ოცნების” წევრებისგან, არალოგიკური, აზრს მოკლებული და თუნდაც სასაცილო განცხადებები არავის უკვირს და უფრო მეტიც, ამით შეიძლება ითქვას, განებივრებულებიც კი ვართ, თუმცა ბუკნარში ორი მაჟორიტარის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ნამდვილად შეძლო უგუნურ განცხადებებს შორის”ღირსეული” პოზიციის დაკავება.
მსგავსი სტატიები
- 92
- 89
დაბა გომისმთაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო აღწერის შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა. დღეიდან ადგილობრივ მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილი ნაკვეთების შესახებ ინფორმაციასა და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ. მონაცემების გაცნობა შესაძლებელია…
- 87
სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტს, ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი, ოზურგეთი საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება: "სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებსა და სისხლიან დაპირისპირებაზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ შეჰპირდნენ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს მეჩეთის მშენებლობაში მხარდაჭერას. ესენი იყვნენ ,მერი…
- 87
#გარდენიასისტორიები ფოტო: გიორგი მახარაძის გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავს, მთისპირის, ვანიქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, "გათბა…