ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცს სამარშრუტო ტაქსმა ფეხზე გადაუარა.
შემთხვევა სოფელ დვაბზუში ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, მამაკაცი მაღაზიიდან გამოვიდა და შემთხვევით ასფალტზე წაიქცა, რა დროსაც მას ფეხზე ოზურგეთი- ჩოხატაურის სამარშრუტო რეისის მიკროავტობუსმა გადაუარა.
დაშავებული მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ სოფელ ცხემლისხიდიდან არის, კლინიკაში იქნა გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.