საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რუსეთი ხელს ვერ შეუშლის-იენსენ სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთმა გავლენა არ უნდა იქონიოს ამა თუ იმ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, რადგან საუბარია სუვერენულ სახელმწიფოებზე.

მანვე კომენტარი გააკეთა ალიანსის ურთიერთობაზე საქართველოსთან და უკრაინასთან.

„საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. შევა თუ არა საქართველო ნატოში – ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს ამ ქვეყნებს და ატარებს იქ ერთობლივ სწავლებებს.

„ნატოში გაწევრიანების საკითხი ეხება უშუალოდ კანდიდატ ქვეყანას და ნატოს, რუსეთს უფლება არ აქვს ჩაერიოს პროცესში, ან დაბლოკოს ის“, – განაცხადა გენმდივანმა პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ვირტუალურ კონფერენციაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share