მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა „დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ მისი მანქანა საკმაოდ ძველია და გადაადგილება ახალქალაქიდან თბილისის მიმართულებით უჭირს.
„თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი მანქანაზე უარს, უბრალოდ, ძალიან გაცვეთილია ჩემი მანქანა, რომელიც 2006 წლის მანქანაა. ისეთი გაცვეთილია და ისეთი დატვირთვა აქვს, რომ არ ვიცი. ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდივარ ახალქალაქიდან იმ დანგრეულ გზებზე, რათა პატრიარქთან ერთად ვიყო წირვაზე.
რაც შეეხება ტელეფონს, რომელიც მაჩუქეს, რასაც ამბავი მოჰყვა. რა ვქნა ახლა, მე ეს ტელეფონი გავყიდო და გლახაკებს დავურიგო ფული? რატომ არ გაიყიდა ეს და რატომ არ დაურიგდა ეს ფული გლახაკებს, ამაზეა საუბარი?
მე რაც შემიძლია ყველას ვეხმარები, ვერავინ ვერ იტყვის, რომ დახმარება ვთხოვე და არ დამეხმარაო. რაც შეეხება ამ ტელეფონს, მე პირობა დავდე. მიუხედავად იმისა, რომ არავისთან პირობა არ მაქ დასადები და რამდენიმე კარგი ფილმი გადავიღე ამ ტელეფონით, ამასაც აქვს მნიშვნელობა, როგორც ამბობენ,”-აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მსგავსი სტატიები
- 96
ჟურნალისტმა დაჩი გრძელიშვილმა რამდენიმე წლის წინ სოფელ ღულელებში სახლი შეიძინა და ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი ხელით მოაწყო. სახლის, ეზოს, ბაღის გალამაზებაზე მეუღლე ირმა იანტბელიძესა და ექვს შვილთან ერთად ზრუნავს. ოჯახში ფუნქციები ყველას ინტერესის მიხედვით აქვს გადანაწილებული. სხვადასხვა პერიოდში ოჯახს სხვადასხვა ინტერესი აქვს, მაგალითად გასულ წელს ყვავილებზე ჰქონდათ განსაკუთრებული აქცენტი, შემდეგ ეზოში მდებარე…
- 96
ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი სამსახურის გარეშე დარჩა და ახლა მთელ დროს, შვილების აღზრდას უთმობს. პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, მან ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა. – უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი. მე ბავშვების გამო ყოველთვის სახლში ვარ და თან, დედაქალაქს მოწყვეტილი. ცხრა საათზე ბავშვები წვებიან და მე ვდარაჯობ, რომ რომელიმემ არ გაიღვიძოს. ის, რომ…
- 95
როგორ ხვდებოდნენ გურულები ახალ წელს ცნობილი ქართველი ეთნოგრაფისა და ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის სერგი მაკალათიას ნაშრომის „ახალწელიწადი საქართველოში“ (1827 წლის გამოცემა) მიხედვით ძველად საქართველოში ახალი წლის დასაწყისად სხვადასხვა დრო და რიცხვი იყო მიჩნეული. მე-11 საუკუნიდან მიღებული იყო ორგვარი წელთაღრიცხვა, პირველი სექტემბერი და პირველი იანვარი. ერთი მათგანი განმწესებული იყო საეკლესიო წელთაღრიცხვისათვის ხოლო…
- 95
"ჩემს ბიჭთან ურთიერთობა არ წყდება, ყოველ საღამოს მასთან ურთიერთობით ვწვები..." ტარიელ ხარხელაური 75 წლისაა. "ხანდახან ვფიქრობ, განა მართლა დავიმსახურე ეს სიყვარული? ასეთი განუსაზღვრელი ოდენობით?.. ეს სიყვარული ჩემთვის სულიერი საზრდოა, სხვაგვარად 75 წელი, აქედან 60 წელი კალამთან ურთიერთობით, არ არის ადვილი, ვერ გაძლებდი" - გვითხრა მან, როცა მივულოცეთ... ბევრ თემაზე ვისაუბრეთ,…