”ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს.
ამ წუთებში ამ თემაზე მთავარი ოპოზიციური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი მიმდინარეობს.
დავით მჟავანაძის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს და თავმჯდომარეობის ამჟამინდელ კანდიდატს, ნიკა მელიას.
ამ მიზნით კი” ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის სპეციალური შტაბი შეიქმნება, რომელიც ორგანიზებას გაუწევს ნიკა მელიას მხარდამჭერებს.
აღსანიშნავია, რომ ბრიფინგზე ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრებიდან ოზურგეთიდან მხოლოდ დავით მჟავანაძე იმყოფებოდა.
გაუგებარია, პოლიტსაბჭოს მეორე წევრის, ბესო ქათამაძის პოზიცია, რომელიც ამჟამად ადგილზე არ იმყოფება და სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს.
როგორც ცნობილია, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციიდან თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატი,ს ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო კამპანიას ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც თავისთავად, ამ ბრიფინგზე არ იმყოფებოდა.
ბრიფინგის მოანწილეების განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვი,ს რომ არჩებნევი ნიკა მელიას გამარჯვებით დასრულდეს.