„ქართული ოცნების“ წევრი, რატი იონათამიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ლავროვის განცხადება მისთვის არ არის საინტერესო.
„ცხადია, ჩვენთვის არც კითხვა და არც პასუხი არ არის საინტერესოა. ამ შემთხვევაში საინტერესოა ის და ყურადღებით დავაკვირდებით, ვის რა რეაქცია ექნება, ვინ ეცდება განავრცოს ეს საკითხი და ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნას. ამ პროცესში გამოვლინდება, ვინ არის ტრადიციულად მოკავშირე საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის, რასაც ხშირად ვხედავთ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებისა და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა დღეს, ყოველწიულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“ .