ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დავით ნებიერიძე წერს, რომ ივანიშვილის მმართველობის 8 წელში ბიუჯეტიდან 100 მილიარდია გახარჯული და დასძენს, რომ ეს კოლოსალური თანხა არა ხალხის კეთილდღეობისთვის, არამედ მისი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის დაიხარჯა: “კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო და შეგახსენოთ, რომ ივანიშვილის მმართველობის 8 წლიან ეპოქაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 100 მილიარდზე მეტი. არა, არ მოგესმათ. დიახ, 100 მილიარდზე მეტი. ახლა მიპასუხეთ: რა ეტყობა ამ ქვეყანას, რომ მისი “კეთილდღეობისთვის” ივანიშვილის ეპოქაში დაიხარჯა 100 მილიარდზე მნიშვნელოვნად მეტი? იცით რატომ არ ეტყობა? იმიტომ, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის კი არ დაიხარჯა, არამედ დაიხარჯა ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, მისი ბიუჯეტის ვირთხების კეთილდღეობისთვის. ბოლოს კი შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის უკვდავ სიტყვებს: “ან აშენებ სახელმწიფოს, ან აშენებ საკუთარ სასახლეებს”. ორივე ერთად შეუძლებელი და გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ის ტრაგიკული მოცემულობა, რომელშიც აღმოჩნდა ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო”-წერს ნებიერიძე.
მსგავსი სტატიები
- 92
"საზოგადოების ნაწილი არაფრის კეთებაში იღებს ფულს, ზოგი კი წელებზე ფეხს იდგამს და ბანკში მიაქვს" "სახლში სიტყვა "კორონას" ხსენებაც კი ავკრძალე და ახალი ამბების მოსმენისას მაქსიმალურად ვცდილობ ბავშვები ოთახში არ იყვნენ" ბოლო ერთ წელიწადში მომხდარმა მოვლენებმა, სტრესმა და ჩაკეტილობამ ბავშვები ძალიან შეცვალა. ფსიქოლოგების თქმით, მოზარდებში გახშირდა დეპრესიის ნიშნები. ჩვენი სტუმარია…
- 91
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან მეორედ წასვლას ეხმაურება და წერს, რომ ის არსად არ წასულა და ოპოზიციას ახლა მართებს ერთად დგომა. ივანიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან ასევე ოპოზიციური პარტიის სხვა ლიდერებიც: 'წავიდა კი არა, ახლა მოვიდა! წასვლა იქნება გაყალბებული არჩევნები ანუ მიტაცებული სახელმწიფო დააბრუნოს, აი წასვლა მაშინ…
- 91
ჟურნალიტი ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს ყვება. „მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. წუხელ დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, …
- 91
ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და რამდენიმე კითხვას სვამს, მათ შორის თავად ივანიშვილის მისამართით: "ერთად-ერთი კითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან: რა სარეგებელს ნახულობს რუსეთი მისი წასვლით? და ერთი კითხვა ქართველ და არამხოლოდ ქართველ ექსპერტებთან - ანალიტიკოსებთან: რა სარგებელი მისცა ივანიშვილმა მისი წასვლით დასავლეთს და რა…