უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული „უკრაინული საუზმის“ პანელზე ვიდეოზარის ფორმატში ჩაერთო.
საუბრისას მან აღნიშნა, რომ ზოგჯერ ის ვერ ხვდეა, საერთოდ ცოცხალია თუ არა პუტინი.
„დღეს მე მთლად კარგად არ მესმის ვისთან ვილაპარაკო და რაზე, დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის ის პრეზიდენტი, რომელიც ხანდახან ქრომაკზე (ერთი ტონალობის მქონე ფონი ვიდეო მონტაჟისთვის ) ჩნდება, რომ ეს ის არის. მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ცოცხალია ან რომ ის იღებს გადაწყვეტილებს ან ვინ იღებს იქ გადაწყვეტილებებს, ხალხის რომელი წრე, მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. კარგად არ მესმის, როგორ შეიძლება ევროპელ ლიდერებს დაჰპირდე ერთს და მეორე დღეს დაიწყო სახელმწიფოში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ბოლომდე ვერ ვიგებ ვისთან გვაქვს საქმე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ „მშვიდობიან მოლაპარაკებაზე”, მთლად კარგად არ მესმის, ვისთან. ჩვენ, ახლა თქვენთან ვურთიერთობთ – თქვენ ზუსტად იცით ვინ ვარ, მეც ზუსტად ვიცი თქვენ ვინ ხართ, ჩვენი ცხოვრების მოწმეები არსებობენ და თუნდაც სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობდეთ, შეგვიძლია მივაღწიოთ კონსენსუსს. მეჩვენება, რომ რუსეთმა ჯერ უნდა მოძებნოს “ვინმე” და მერე შემოგვთავაზოს “რაღაც”, – თქვა ზელენსკიმ.