ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებში _ ზოტში, ჩხაკაურასა და ქვაბღაში თოვლის საფარი 70 სანტიმეტრს აჭარბებს. დიდი თოვლია სოფელ სურებშიც. თოვლმა უკვე შექმნა გადაადგილების პრობლემა, თუმცა, როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში „გურიის მოამბეს“ უთხრეს, გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო: _ მაღალმთიან სოფლებში უკვე მუშაობს ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ნაბეღლავს და ჩხაკაურას, სადაც ენერგოპროჯორჯიას ბრიგადები უკვე მუშაობენ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა იამზე ვაჩეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი და მობილიზებულია სპეცტექნიკა.
ფოტოები: ნატატო გიორგაძე