“პირდაპირ ბახმაროში იგეგმება “ბახვი 1″ჰესის მშენებლობა”

“არც მეტი და არც ნაკლები პირდაპირ ბახმაროში იგეგმება “ბახვი 1″ჰესის მშენებლობა”-ინფორმაცია  სამოქალაქო მოძრაობა  “გადავარჩინოთ გურიის მდინარეების” გვერდზე ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „არც მეტი და არც ნაკლები პირდაპირ ბახმაროში იგეგმება “ბახვი 1″ჰესის მშენებლობა. რიგით მესამე ჰესია მდ.ბახვისწყალზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იქეთ კიდევ შპს”სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრი IV”, ბჭობენ ბახვის წყლის მარჯვენა თუ მარცხენა მხრიდან მოუარონ ჰესს.თანო რამდენიმე სახიდე გადადასვლელების მოწყობას გეგმავენ. სკოპინგის ეტაპია..რა თქმა უნდა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და სადღაც მიკუჭულ-გაკრულია ეს განცხადება… პროექტის ავტორი კვლავ “გამა კონსტალგია”…დათვი კი დავინახეთო ტყეშიო…ასე თუ გაგრძელდა კუდამოძუებულ ტურასაც ვერ დავინახავთ. მეგობრებო! ვმუშაობთ ამ საკითხზე. სკოპინგი ჩანიშნულია 28 იანვარს. 42 კლ.მდინარეზე 5 ჰესი იგეგმება. ერთი “ბახვი 3” არის,”ბახვი 2″გავასაჩივრეთ მაგრამ რა იქნება ვინ იცის.ეს “ბახვი 1 ” და დანარჩენი რიგშია. მარტო ამ მონაცემებით 11 კლმ.ბახვისწყალი გაიარს მილში… 12 მგვ.ჰესია..და მაგათი ენერგოდამოუკიდებლობა ვიცით რასაც ნიშნავს.ეს არის ტყუილი და ფარსი… მოგვიანებით მოგაწვდით სრულ ინფორმაციას. ეხ ,მშვიდობით ბახმარო და კარგო ცხოვრებავ!“ –აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share