ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე, “ფორმულასთან”, კლინიკა ვივამედის წარმომადგენელს, ნინონ ნადირაძეს პასუხობს და აცხადებს:
“ძირითადი მიმტანი (საკვების) ასე ვთქვათ, არის ქალბატონი გიული, ანუ, დედა აშიმშილებს, დედა ცდილობს ისეთი საკვები მიიტანოს, რომ მადა დაუქვეითოს? რას ამბობს ახლა ამითი ქალბატონი ნინო, რომ ამერიკელების დახმარებით ქალბატონი გიული კლავს შვილს?’
შეგახსენებთ, ნინო ნადირაძე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, განაცხადა:
“ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ… გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება. მისთვის საჭიროა რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები – კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს. ნამდვილად ვიცი, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია.”