წიგნის ზოგიერთი ავტორი ცნობილი სახეა, რომლებმაც პოპულარობა არა წერით, არამედ სულ სხვა სფეროში მოღვაწეობით მოიპოვეს. მათ მილიონები საკუთარი სკანდალებისა და ცხოვრების აღწერით გამოიმუშავეს, ნაწილმა კი წიგნი საბავშვო ისტორიებს მიუძღვნა.
ბოლო წლებში, “ჰოლივუდში“ ძალიან პოპულარული გახდა მემუარების წერა. წარმოიდენთ “სელებრითებს“, რომლებმაც სწორედ ამ გზით შეძლეს დიდი სიმდიდრის გამომუშავება.
ელიოტ პეიჯი – 8 მილიონი დოლარი
თაყვანისმცემლებს უკვე შეუძლიათ გაეცნონ პეიჯის “ელენიდან ელიოტში ტრანსფორმაციის ისტორიას“: მემუარებში – “Pageboy”.
პეიჯის ისტორია და გარდასახვა ლგბტ საზოგადოების კერპად იქცა.
ლორენ გრეჰემი – 15 მილიონი დოლარი
გრეჰემმა წარმატებას ტელევიზიაში მოღვაწეობით მიაღწია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მას წერის ნიჭიც აქვს. მან თავისი სადებიუტო რომანი: “ოდესღაც, ოდესმე, შესაძლოა” 2013 წელს გამოუშვა.
2016 წელს კი მორიგი ნამუშევარი – “Talking as Fast as I Can” და 2018 წელს კიდევ ერთი წინი გამოსცა.
ვიოლა დევისი – 25 მილიონი დოლარი
მსახიობი, რომელიც ითამაშა ფილმებში „დახმარება“ და “Get Away with Murder“, გვიზიარებს დეტალურ ანგარიშს უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ბავშვობის შესახებ წინში „Finding Me“. იგი 2022 წლის Oprah’s Book Club-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და მილიონების გამომუშავებაც სწორედ ამ გზით შეძლო.
სეთ მეიერსი – 26 მილიონი დოლარი
კომიკოსსა და თოქ-შოუს წამყვანს მესამე შვილი 2021 წლის ბოლოს შეეძინა და სწორედ ამ სიხლაემ უბიძგა მას დაეწერა წიგნი სახელწოდებით: „მე არ მეშინია, შენ გეშინია“. People-ის თანახმად, მაიერსს სურს, მიეცეს ბავშვებს სივრცე შიშებზე და მათთან გამკლავების საუკეთესო გზაზე სასაუბროდ.
ჯეიმი ლი კურტისი – 60 მილიონი დოლარი
The True Lies-ის მსახიობმა დაწერა ათეული საბავშვო წიგნი, რომელთაგან პირველი ოცი წლის წინ გამოვიდა. მისი ბოლო წიგნია „მე, ჩემი სელფი და მე, გამაფრთხილებელი ზღაპარი“, რომელიც მშობლებს მოუწოდებს, მობილური ტელეფონი შეინახონ და თითოეული წუთებით დატკბნენ.
პრინცი ჰარი – 60 მილიონი დოლარი
მას შემდე, რაც წიგნი “Spare“ 10 იანვარს გამოვიდა, ის ნამდვილი ქარიშხალი გახდა უამრავი მკითხველისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჰარი არ არის ჰოლივუდის ვარსკვლავი, ის ნამდვილად ცნობილი ადამიანია და საბოლოოდ, მისი ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორც ბრიტანეთის მონარქიის წევრის, უამრავი ადამიანისთვის საინტერესო გახდა.
წიგნში დეტალურადაა აღწერილი დედის გარდაცვალება, მისი ქორწინება მეგან მარკლთან და სხვა სკანდალური დეტალები.
ჩენინგ ტატუმი – 80 მილიონი დოლარი
ტატუმის პირველი საბავშვო წიგნის, „ერთი და ერთადერთი სპარკელას“ წარმატების შემდეგ, თაყვანისმცემლები აღფრთოვანდნენ ამბით, იმის შესახებ, რომ მეორე წიგნი მაისში გამოვა.
ყოფილმა მოდელმა, რომელიც მსახიობად იქცა, თაყვანისმცემლებზე შთაბეჭდილება მოახდინა ფილმების ფართო სპექტრით და სპარკელას სერიის პოპულარობის მხოლოდ გაზრდაა მოსალოდნელი.
მეთიუ პერი – 120 მილიონი დოლარი
მეთიუ პერიმ ითამაშა ფილმებში The Whole Nine Yards და Fools Rush in, მაგრამ პერი 2022 წლის განმავლობაში იყო ახალი ამბების აქტიური ფიურანტი New York Times-ის ბესტსელერით: „მეგობრები, საყვარლები და დიდი საშინელი რაღაცა.“
ავტორი დეტალურად აღწერს მის დამოკიდებულებას, ცნობილი ადამიანების ურთიერთობებს და ათწლეულს, რომელიც შოუში სახელწოდებით Friends გაატარა.
რიზ უიზერსპუნი – 300 მილიონი დოლარი
გასულ შემოდგომაზე, უიზერსპუნმა თაყვანისმცემლებს მისი პირველი საბავშვო ნახატები წიგნი, “დაკავებული ბეტი” გააცნო. წიგნი მოგვითხრობს პატარა გოგონას შესახებ, რომელიც ხვდება, რომ მისი სუნიანი ძაღლი ფრენკი უნდა დაბანოს, სანამ მეგობრები მოვლენ…
ტომ ჰენკსი – 400 მილიონი დოლარი
ტომ ჰენკსის წინი “The Making of Another Motion Picture Masterpiece”, ამ გაზაფხულზე გამოვა. წიგნის თითოეული პერსონაჟი აღწერს სიტუაციებს, რომლებიც თავად ჰენკსმა განიცადა ფილმის გადაღებისას. ეს არ იქნება ჰეკსის პირველი რომანი. ჯერ კიდევ 2017 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი სიყვარულზე და საბეჭდი მანქანების კოლექციაზე.
წყარო: therichest.com