24 თებერვალი, რუსთაველის გამზირი – უკრაინაში ომის დაწყების ერთი წლისთავზე საქართველოში ახალ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაეყრება საფუძველი.
საპროტესტო მოძრაობაში ერთიანდება ყველა – პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახე.
პროტესტი უკრაინის სოლიდარობის აქციით დაიწყება და გაგრძელდება მოთხოვნით – ჩვენ გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი!
რეალობა ის არის, რომ ქვეყანას ვკარგავთ და პირდაპირ ვბარდებით რუსეთს – ამბობენ ახალი მოძრაობის წევრები.
განსხვავებული პროფესიის, პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები ერთმა იდეამ გააერთიანა- აიძულონ ,,ოცნების” ხელისუფლება, შეწყვიტოს რუსული ინტერესების გატარება საქართველოში.