ასკანის ეკლესიის უნიკალური ხატი – „მთავარნაგელოზი ზარზმისა“

ასკანის ეკლესიაში იყო უნიკალური მთავარანგელოზის ხატი, რომელიც ზარზმის მონასტერიდან ყოფილა გადმოსვენებული. პროფესორი იოსებ მეგრელიძე, რომელმაც გურიის ძეგლები 1932 წელს დაათვალიერა თავის ნაშრომში (1938 წლის გამოცემა) ასკანის ეკლესიაზე წერს: “გურიაში მოგზაურობისას ნანახი მაქვს ერთი მეტრის სიმაღლის და ამდენისავე სიგანის უძველესი ხატი წარწერით „მთავარნაგელოზი ზარზმისა“, ამჟამად ეს ხატი ინახება საქართველოს მუზეუმში.”
.
P.S.
1924 წელს გურიის ეკლესია მონასტრებიდან მუზეუმებში გადაიტანეს ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ასევე მუზეუმებში ინახება გურიაში მოპოვებული საკმაოდ საინტერესო არქეოლოგიური მასალები, მაგალითად 1961 წელს გურიაში, სოფელ შუხუთში აღმოაჩნეს ანტიკური პერიოდის მდიდრული რომაული „ვილა რუსტიკა“ და იქვე არსებული უნიკალური მოზაიკა, რომელიც ასევე მუზეუმში ინახება. ადგილობრივ საზოგადოებას კი ხატებისა და სხვა ნივთების შესახებ ინფორმაცია არა აქვს.
.
ხატების ეკლესიისათვის დაბრუნებასთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული მოსაზრებისდა მიუხედავად კარგი იქნება თუ გურიის მუნიციპალიტეტები (რომელებსაც ევალებათ კულტურული მემკვირეობის დაცვა და ამასთან დაკავშირებით ეწევიან საკმაოდ დიდ ხარჯებს) იზრუნებენ და მინიმუმ მოსახლეობის “ინფორმირებას” მოახდენენ ფოტო-გამოფენების, ალბომების ან კატალოგების სახით.
.
ფოტო – ასკანის ძველი ეკელსია და სამკითხველო – 1905 წლის ფოტო.
შეიძლება იყოს outdoors გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share