“ძმებმა თალაკვაძეებმა ოზურგეთში რეპრესიების მორიგი ტალღა დაიწყეს”
ასე აფასებს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თორნიკე გოგუაძე, ა(ა)იპ “ოზურგეთის მერცხალში” განვითარებულ მოვლენებს:
“მიმაჩნია რომ ეს არამარტო უკანონობა და უსამართლობაა, ცოტა უცნაურიც კია თვით “ქართული ოცნების” “ტრადიციად” ქცეული რევანშისტული განწყობის ჭრილშიც კი და ცდება ზნეობისა და მორალის ფარგლებს” – ასე აფასებს ბატონი თორნიკე “გურიის მოამბესთან” კომენტარში ს/კ “მერცხალიდან” ძმები ჩხატარაშვილების დათხოვის ფაქტს.
ოზურგეთის “მერცხალის” ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების კოორდინატორი, ხარიტონ ჩხატარაშვილი და ამავე კლუბის საქმის მწარმოებელი, მისი ზმა, თენგო ჩხატარაშვილი, სამსახურიდან ერთდროულად, რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს.
“საერთოდ არაფერიც არ ამიხსნეს, ხელში პირდაპირ სამსახურიდან გაშვების ბრძანება მომცეს” გვიყვება თენგო ჩხატარაშვილი.
მისგან ოდნავ განსხვავებული ისტორია აქვს მის ძმას, ბატონ ხარიტონს:
“მითხრეს თალაკვაძეებს აქვს ჩემთან პრობლემა-არჩევნებში მხარს არ მიჭერდა და მაგათთან ვერ ვიმუშავებო – ასევე მითხრეს ურთიერთობა პირადად მასთან გამერკვია – და სად გამერკვია? მერიაში და საერთოდ ოზურგეთში ეს კაცი იშვიათადაა, თბილისში ხომ არ ჩავაკითხავდი ოჯახში ” – აცხადებს ხარიტონი.
არსანიშნავია, რომ ხარიტონ ჩხატარაშვილი ერთადერთია ოზურგეთში, რომელიც უეფას მწვრთნელტა ა კატეგორიის ლიცენზიას ფლობს, მას “მერცხალში თითქმის 4 ათეული წელი აქვს გატარებული და რა გასაკვირია, რომ მომხდარმა არამარტო პოლიტიკურ ოპოზიციაში, არამედ საზოგადოებაშიც მკვეთრად უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია.
ძმები ჩხატარაშვილები არ აკეთებენ განცხადებებს, გაასაჩივრებენ თუ არა მათი განთავისუფლების ბრძანებებს, მიუხედავად იმისა, რომ ორთავე მიიჩნევს, ეს განტავისუფლება უკანონო იყო-ჯერ ჯერობით ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული არა აქვთ.