“ნიკა გვარამია უნდა გათავისუფლდეს” – ამის შესახებ გერმანელი დეპუტატი თომას ჰაკერი Twitter-ზე წერს.
“კრიტიკული გაშუქების გამო ნიკა გვარამია უსამართლოდაა დაპატიმრებული. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ პრესის თავისუფლების მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში. ნიკა გვარამია უნდა გათავისუფლდეს”, – წერს გერმანელი დეპუტატი.