სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამის, არჩილ ხოფერიასა და ქართველი მებრძოლის, თორნიკე გოგუაძის ფოტო ვრცელდება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის წინა ხაზზეა გადაღებული.
„ლეგენდარული მეთაური და რიგითი ჯარისკაცი“. – წერს თორნიკე გოგუაძე სოციალურ ქსელში.
ფოტოს უამრავი დადებითი კომენტარი აქვს.
„ჩემი პატივისცემა“. – წერს მომღერალი ნინო ქათამაძე.
„მშვიდობით და გამარჯვებით დაბრუნებულიყავით ჩვენო გმირებო. უფალი გფარავდეთ“
„გამარჯვება თქვენ მხარესაა“,
„საქართველო ერთ სურათში თუ ამაზე მეტად, სადმე ვინმეს ენახოს მე არ ვიცი! ქედს ვიხრით“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ფოტოს არჩილ ხოფერიაც აკომენტარებს.
„გურულები როგორც ყოველთვის საქართველოსთვის…“ – წერს არჩილ ხოფერია.