“ნუ მიკლავთ შვილს” – სააკაშვილის მამა ინდივიდუალურ აქციებს აანონსებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ, ის “ვივა-მედთან” საპროტესტო აქციას დაიწყებს.

ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა:

”ახლა შეშინებულები არიან და იძახიან ასე – “მიშა არ ჭამს, არ გვემორჩილება, დედიკო მოვიდეს და აჭამოს. ხალხო, ნუ გახდით ყველაფერს საშარჟოს. ვითომ წამყვანი საუნივერსიტეტო  კლინიკაა. ბატონი ზურაბი (ჩხაიძე) არის პროფესორი და მას ასეთი გამოსვლები ნამდვილად არ ეკადრება. ცუდი ექიმი არ არის – გვერდზე გადადოს ზეწოლა, შეუძლებელია მასზე არ მიმდინარეობდეს ზეწოლა, რადგან მიშაზე მოსკოვის დავალებით ყველა მანქანა მუშაობს. დავალება არის მოსკოვიდან, შემსრულებელები არიან ქართველები”- თქვა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ზეწოლას ახდენს მოსამართლეზე.

”გამოდის და ამბობს, დასკვნის დასკვნას ვენდობიო, ვინ კითხავს პარლამენტის თავმჯდომარეს?! ანბობს, რომ ექსპერტების ჯგუფის დასკვნას არ ეთანხმება და ამით კარნახობს სასამართლოს, ბატონ ზურაბ ჩხაიძეს და ყველა ექიმს, რომ ჭკუით იყავით”- თქვა სააკაშვილმა. 

“ვივა მედის” კლინიკა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მის ოჯახს აკისრებს. კლინიკის კლინიკური დირექტორი მესამე პრეზიდენტის დედას, მოუწოდებს, შვილი დაარწმუნოს, რათა კლინიკის და ექიმების რეკომენდაციები გაითვალისწინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფატალურ შედეგებზე საუბრობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share