ორეგონის შტატში, ავტოგამტაცებელმა დამნაშავისთვის უჩვეულო სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა. მას შემდეგ, რაც მან მარკეტთან გაჩერებული ავტომობილი გაიტაცა, რომელიც დაქოქილი იყო და არც ჩაკეტილი არ იყო, აღმოაჩინა, რომ უკანა სავარძელზე 4 წლის ბავშვი იყო დატოვებული. ამ ფაქტმა ის იმდენად შეაშფოთა, რომ დაბრუნდა გატაცების ადგილზე, და მარკეტიდან გამოსულ და ისტერიკაში მყოფ მშობელს, რომელიც დედა აღმოჩნდა, პრიტენზიებით მივარდა და გამოლანძღა იმის გამო, თუ „როგორ უპასუხისმგებლოდ მოიქცა“ და თუ „რა დონის საშინელი დედაა“ ის. უფრო მეტიც, მან ბავშვის დედას პოლიციის გამოძახებითაც დაემუქრა.
ამის შემდგომ, გაღიზიანებულმა, მოაჯდა განატაცებ ავტომობილს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.
„მან მართლაც გამოლანძღა დედა იმის გამო, რომ ბავშვი დაქოქილ და ღია ავტომობილში დატოვა და პოლიციის გამოძახებითაც იმუქრებოდა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ჩვენ მისი მადლიერები ვართ ბავშვის დაბრუნებისა და გარკვეული სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენის გამო“ – განაცხადა ქალაქ ბივერტონის პოლიციის წარმომადგენელმა.
თუმცა, დანაშაული დანაშაულია და პოლიცია დამნაშავეს გამალებული ეძებს, რომელიც პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებს.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე
მსგავსი სტატიები
- 78
ნამუსი ჩამოირეცხაო! ამას ამბობს უნამუსო და გათახსირებული ბაბუა!!! იმის მაგივრად, გულში ჩაეკრა, ენუგეშებინა და მტკივნეულ გლზე მალამოდ დასდებოდა, ბავშვი დაანამუსა, სცემა, ათრია და სახრჩობელამდე საკუთარი ფეხით მიიყვანა. შე უნამუსო ბებერო, გადაგედო საკუთარი სიცოცხლე საკუთარი შვილიშვილისთვის და ძირში მოგეწყვიტა ყვერები, მისი ნამუსის შემბლიწველისთვის! აი ზუსტად შენნაირი არაკაცია მთელი შენი სოფელი და…
- 78
საინტერესო ფაქტია - ადამიანს კატა ან უყვარს, ან სძულს, როცა "საქმეზე საქმეზე მივა", მათ მიმართ გულგრილი არავინ არ იქნება, მხოლოდ - უკიდურესობა. როგორც წესი, კატების მოყვარულთ უჭირთ იმისი ახსნა, თუ რატომ არიან მათზე მიჯაჭვულნი და რატომ უყვართ ისენი, რა დროსაც სპეციალისტები, მათ მოძულეებს ურჩევენ გადახედონ თავიანთ ემოციონალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. გამოცდილმა ფსიქოლოგებმა…
- 78
- 78
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3035 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3035 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3001 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0428 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი…