მედვედევის ხინკალი თბილისში – ქართულ სუპერმარკეტებში სანქცირებული პროდუქცია იყიდება

მედვედევის ლობირებული ხინკალი, პელმენი და სხვა ნახევარფაბრიკატები ქართულ სუპერმარკეტებში.  რუსული უმსხვილესი მწარმოებლის “მირატორგის” პროდუქცია “ნიკორასა” და “ევროპროდუქტში” იყიდება. “მირატორგი”  რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან დაკავშირებული კომპანიაა. თუ დაკავშირებული არ არის, აქტიურად ლობირებს მაინც.

კომპანია Miratorg-ი ხორცისა და ნახევრად მზა ხორც-პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი და დისტრიბუტორია  რუსეთში. მისი ოფიციალური მფლობელები  ძმები  –  ვიქტორ და ალექსანდრე ლინიკები არიან;

მედია წერს, რომ ისინი დიმიტრი მედვედევის მეუღლის სვეტლანა მედვედევას ბიძაშვილები არიან. სვეტლანა მედვედევა გათხოვებამდე –  ლინიკის გვარს ატარებდა. თავად ლინიკებიც და მედვედევებიც ამ კავშირებს უარყოფენ. აქ კიდევ ერთი მთავარი დეტალია –  ძმები ლინიკები უკრაინამ დაასანქცირა პუტინის რეჟიმთან მჭიდრო თანამშრომლობის გამო. სანქცირებული მეპატრონეების სანქცირებული პროდუქცია კი ქართულ სუპერმარკეტებში უპრობლემოდ იყიდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share