საბრალო თვალები რომელიც გეუბნება რომ შია. საბრალო თვალები რომელიც უყურებენ თანაკლასელებს როგორ ჭამენ. ბავშვები ერთმანეთს ერიდებიან; ვისაც საჭმელი აქვს ჭამს ჩუმად, განცალკევებით; ან ვისაც საჭმელი არ აქვს, ის საკლასო ოთახიდან გადის და დერეფანში მშიერი თამაშობს – ამ ისტორიებს საჯარო სკოლის მასწავლებლები ყვებიან.
ყვებიან იმასაც, რომ მოსწავლეებს შიმშილზე ლაპარაკი ესირცხვილებათ და ეუხერხულებათ.
საჯარო სკოლებში ბავშვებს შიათ. სასწავლო დაწესებულებებში ჩატარებული კვლევის შედეგები ტრაგიკულია. გამოკითხული 10 ბავშვიდან 7 მოსწავლე ამბობს რომ კვირაში ერთხელ არ რამდენჯერმე მაინც მშიერია. რაც მათ განვითარებასა და მომავალზე პირდაპირ გავლენას ახდენს;
გამოსავალი სკოლებში უფასო კვების პროგრამის ამოქმედებაა, რაზეც ხელისუფლება დუმს. განათლების სფეროზე მომუშავე ორგანიზაციები დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტიკურ ნების არსებობის შემთხვევაში პრობლემის მოგვარება რეალურია.
მთავარი არხი