თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ყველაფერი მტვრად იქცევა – მედვედევი

”პირველ რიგში, უკრაინის დაცვა, რომელიც ევროპაში არავის სჭირდება, ვერ გადაარჩენს ძველ სამყაროს შესაძლო შურისძიებისგან. მეორეც, თუ დაიწყება მესამე მსოფლიო ომი, ეს აღარ იქნება ომი ტანკებით და გამანადგურებლებით. ამ შემთხვევაში, ყველაფერი აუცილებლად მტვრად იქცევა”

წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
მედიის ინფორმაციით, ამით მედვედევი იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ რუსული ტანკები კიევსა და ევროპის საზღვრებს მიაღწევს, მესამე მსოფლიო ომი გაჩაღდება.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share