“მკურნალობის კურსს არ იცავენ… გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან” – ვოლსკი

“მკურნალობის კურსს არ იცავენ… გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი საუბრობს.

არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი, რომელსაც არ იცავენ იმ მიზეზით, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება იყოს თვალხილული, საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ იმაში, რომ სააკაშვილი ისეთ პირობებშია, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტს. ამ პროცესში წამოცდენები, რომელიც თუნდაც გიული ალასანიას ჰქონდა, მიუთითებს იმაზე, რომ თავად არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია, – ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ გიული ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტის ოჯახი სასჯელის გადავადებას ითხოვს და მიხეილ სააკაშვილი “არ ჭამს” კი არა, უბრალოდ “ვერ ჭამს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share