შვეიცარიული ბანკი Credit Suisse გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამის თაობაზე მას პრაქტიკულად ღია მინიშნებები ჰქონდა თავის წერილში. თავად Credit Suisse-ც არ მალავს პოლიტიკურ კონტექსტს, რომელიც ამ საქმეს აქვს. რეალურად, ეს არის ჩვეულებრივად ძარცვის საქმე, აბსოლუტურად ღია ძარცვის საქმე, საკუთარი თანხების განკარგვის უფლებას არ აძლევენ ბიძინა ივანიშვილს, რაც არის წარმოუდგენელი. ჩვენ ვიცით, როგორ შენდებოდა შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია საუკუნეების განმავლობაში. პრატიკულად, ბანკი თვითონვე ანგრევს არამარტო საკუთარ, არამედ მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას.
[…] ამაზე მინიშნებები ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. ეს არის განზრახვა, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რომელიც წარიმართმება ამჟამად უკრაინაში. თუმცა კიდევ გავიმეორებ, რომ რაც თავადაც მიგვანიშნა ბიძინა ივანიშვილმა წერილში, რომ ეს ადამიანი არავითარ შემთხვევაში შანტაჟს არ დაექვემდებარება, მით უმეტეს როდესაც მეორე მხარეს დგას ის, რაც შეიძლება იყოს უკიდურესი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. საუბარია ქვეყნის თვითგანადგურებაზე ხელის მოწერაზე, ამას ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილი არ გააკეთებს.