საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას ეხმაურება.
„მე მგონი, ჩვენს გუნდში ყველას გაუხარდა, პირადად მე იმდენი მოლოცვა მივიღე დღეს, მილოცვებს ვიღებ. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა ხაბე ჩემი კადრია, ვგულშემატკივრობდი. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. სინამდვილეში სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში დე ფაქტო რაც არის, რა პროცესები მიმდინარეობს…
მე მგონია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ხაბეს გაემარჯვა. ყოველ შემთხვევაში, რაც შემეძლო, ვეცადე და ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი ფავორიტი გახდა დე ფაქტო თუ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე“, – აღნიშნავს ზარქუა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.