ოზურგეთის მერმა მუზეუმის დირექტორად ლანა ქავთარაძე დანიშნა

ოზურგეთისმუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ,  ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორად  ლანა ქავთარაძის დანიშნვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

ლანა ქავთარაძე ამ თანამდებობაზე გოგა ტრაპაიძეს ჩაანაცვლებს.

გოგა ტრაპაიძე ოზურგეთის მუზეუმის დირექტორად “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, მაშინდელი “ბურჯანაძე დემოკრატების” ლიდერის, ლელა ნაცვალაძის რეკომენდაციით დაინიშნა.

ის, ოზურგეთის თეატრის ამჟამინდელი ხელმძღვანელთან, ზაზა ჯინჭარაძესთან ერთად, ერთადერთი იყო, რომელმაც თანამდებობა, “ნაციონალური მოძრაობის” “წარმოშობის” მიუხედავად – დღემდე შეინარჩუნა.

ოზურგეთის მერიაში ტრაპაიძის განთავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობენ.

ლანა ქავთარაძე მუზეუმის დირექტორად დანიშვნამდე, გურიის სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომელი იყო.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share