თალაკვაძე – ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით სამართლებრივი, გამჭვირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს

ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით სამართლებრივი, გამჭვირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯის საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხი ხელისუფლებისთვის ეროვნული მნიშვნელობისაა.

„ჩვენი, როგორც ხელისუფლების დამოკიდებულება აქ არის ზუსტად ის, რომ დავით გარეჯს ვხედავთ, როგორც ეროვნული მნიშვნელობის საკითხს, ის ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმაა და ამას ვერავითარ შემთხვევაში პარტიულ დღის წესრიგში არ და ვერ განვიხილავთ. ამიტომ, ჩვენ, როგორც ხელისუფლება ვთვლით, რომ დავით გარეჯის საკითხი აერთიანებს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია რომ კონსტიტუციის, კანონმდებლობის ფარგლებში, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული და გავარკვიოთ ის სადავო საკითხები ჩვენს სტრატეგიულ მეგობართან და პარტნიორთან-აზერბაიჯანთან. თუ ამას დაეხმარება ავთენტური რუკები, რომელიც ამ ბოლო პერიოდში იყო მოწოდებული, ჩვენ ამას აუცილებლად გამოვიყენებთ მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე. ამ მომენტში ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ სასაზღვრო ხაზების შეთანხმება ისე, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული დავა მოგვარდეს და აღმოიფხვრას ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ არ ყოფილა არც ერთი მონაკვეთი, არც ერთი დღე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საქმიანობის, როდესაც დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტა პრიორიტეტული არ იყო.

„ჩვენ ამას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით და ეს მომავალშიც ასე იქნება, ვიდრე არ დარეგულირდება მშვიდობიანად და მეგობრულად ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანთან, ამის შესაძლებლობა იმედი მაქვს, იქნება ახალი გარემოებებით. შემდეგ მოლაპარაკებებზე ამ გარემოებებს დავაყენებთ კომისიის სხდომებზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, კითხვაზე მიაწოდა თუ არა დავით ხიდაშელმა გამოძიებას სწორი ინფორმაცია, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში ხელისუფლება ვერ ჩაერევა.

„გამოძიება არის სამართლებრივი პროცესი. მე ვარ პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენელი და პოლიტიკური ჩარევა და შეფასებები ამ პროცესში, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები და ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ რომ ამ პროცესში არ იყოს პოლიტიკური ჩარევა- არც ოპოზიციის და არც სხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ სამართლებრივი, გამჭვირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 87
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 84
    "ახლა, როცა ამ წერილს ვწერ..."- თაკო ჩარკვიანის ვრცელი წერილი ივანიშვილსპარტია "კანონი და სამართალი" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "პატარა წერილი ივანიშვილს! " ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება" დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან…
    Tags: და, რომ, არ, ამ
  • 81
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 81
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ