”პაციენტი სააკაშვილი იღებს ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს, ეს არის მინიმალური რაოდენობა იმ კალორაჟისა, რაც ადამიანის ორგანიზმს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის სჭირდება. არანაირი ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც შეიძლება არსებობდეს საკვების მიღებისთვის, ყოველ შემთხვევაში ხილული არ არის. შეთავაზებული იყო პარენტერალური კვება. პარენტერალურ კვებაზეც პაციენტი კატეგორიულ უარს აცხადებს. დღეს ამ პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებით განაცხადა (უფრო სწორად, როგორც თვითონ აღნიშნა, ხვალ უფრო იტყვის დაზუსტებულ პასუხს), რომ გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზეც არ გვაქვს პრობლემა. პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს.”
ამის შესახებ ვივა მედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ იმედის ეთერში განაცხადა.
თავდაპირველად სააკაშვილის რენიმაციაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია გიორგი ჩალაძემ გაავრცელა, რაც ვივა მედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ უარყო. მოგვიანებით, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში, სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ.