“როგორც ვიცი, ამ დროისთვის, ჩემი შვილი რეანიმაციაში არ იმყოფება… გიულისაც უთხრეს, რომ უკვე ამზადებდნენ” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” საუბრობს.
ნიკოლოზ სააკაშვილი მისი შვილის ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუარესებაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ასეთი პაციენტები რეანიმაციაში უნდა იმყოფებოდნენ”. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე კი, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაჰყავთ, ნიკოლოზ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ “ალბათ არის პოლიტიკური ნება, რომ ის არ უნდა გამოჯანმრთელდეს”.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტი რეანიმაციაში გადაჰყავდათ, რამდენიმე საათის წინ გიორგი ჩალაძემ გაავრცელა, თუმცა ოფიციალურად “ვივა მედმა” მაშინ არ დაადასტურა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა მოინახულა და როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რეანიმაციაში გადაყვანის შეთავაზება მესამე პრეზიდენტმა კლინიკის ექიმებისგან მიიღო და ისიც დათანხმდა.
ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს კიდევ უფრო გაუარესებულია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი 68 კგ-ს იწონის.