ტელეკომპანია ფორმულას ოპერატორები გაიფიცნენ – გაადწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მედიამენეჯერებმა მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს.
“მეტრონომის” ექსკლუზიური ინფორმაციით, გაფიცულები აცხადებენ, რომ მათ არ აფასებენ და თავს დამცირებულად გრძნობენ.
ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ.
გაფიცულები, მოუწოდებენ სხვა ტელევიზიიის კოლეგებს, რომ მიკროფონები არ მოჭრან, რათა მაყურებლებმა შეიტყონ მათ გაფიცვაზე.
ხვალიდან “ფორმულას” არც ერთი ოპერატორი არ იქნება გადაღებაზე.