მას შემდეგ, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის კადრი გავრცელდა, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატები, მესამე პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ პოსტებს ავრცელებენ. განსაკუთრებული ცინიზმით ქალი დეპუტატები გამოირჩევიან. გავრცელებულ პოსტებს საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ფაქტს გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა თავისუფლებისათვის” წევრი ირმა გორდელაძე:
”ვინც არ უნდა იყოს პატიმარი, რა სტატუსის და სოციალური ფენის, მის უფლებებს იცავს კანსტიტუცია. ხომ გვინდა წინსვლა და განვითარება? რასაც წინა ხელისუფლებას უწუნებდით, იგივეს იმეორებთ?
მარაზმია, როცა მმართველი პარტის რეგიონების საკრებულოს წევრები, პატიმარი , დაუძლურებული მესამე პრეზიდენტის ფოტოებს რომ აფრიალებენ საკუთარ კედელზე უხამსი გამოკითხვით და მერე წაშალეს..მიხვდნენ, რომ დიდ ქაქში ჩაჯდნენ.
ვისაც ჰგონია, რომ ადამიანის უფლებები ფარატინა ქაღალდია, დაუდგება დრო უარესის და ისე სიცილ-ხარხარით გაგსრესთ სისტემა ჭიაღუებს, ვერც ვერავინ გაიგებს.
და ეს ადამიანები აირჩიეთ ხალხოო? ამათი იმედი გაქვთ რომ თქვენს უფლებებს დაიცავს?” – წერს გორდელაძე.