“რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, არ ვიცი, მაგრამ, რაც თქვა, იყო მცდარი“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, არასწორი და მცდარია ზელენსკის განცხადება, თითქოს საქართველოში მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და კლავენ.
“ჩვენი უბედურება იმაშია, რომ ჩვენ არ გვინდა გავერკვეთ სიმართლეში, არამედ გვინდა ავირჩიოთ ჩვენთვის სასარგებლო, ხელსაყრელი პოზიცია და მხოლოდ ეს ვილაპარაკოთ. თუ ასე გვინდა ჭეშმარიტება ვარკვბიოთ, რომ ზელენსკი რომ გამოვა, რახან უკრაინაში ომია რასაც იტყვის ეს ჩავთვალოთ წეშმარიტებად, დაე ვინმეს ეგონოს რომ ასეა, მაგრამ ეს არ არიოს სწორი. რა წამებაზე და რა მოკვლის მცდელობაზეა საუბარი ერთი წელია ამაზე საუბარი ვერ დასრულდა.
რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, ან რა ინფორმაციას ფლობდა, როდესაც განცხადებას აკეთებდა, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, არ ვიცი, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ის, რაც თქვა, იყო მცდარი”, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
გადაცემაში სარჯველაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, როდესაც თავად განაცხადა, რომ შემოთავაზებულ მკურნალობას მხოლოდ მას შემდეგ დაეთანხმება, რაც პირობას შეუსრულებენ.
“უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო თვითონ სააკაშვილმა ბატონი ზელენსკი, როდესაც ულტიმატუმი დააყენა, რომ შემოთავაზებულ მკურნალობას მას შემდეგ დავთანხმდები, როცა რაღაც პირობები დაკმაყოფილდებაო, თუ სწორად მახსოვს, რეანიმაციულ პალატაში რაც გადამიყვანენო. ახლა, ამის შემდეგ თუ შეიძლება ჩავთვალოთ ლოგიკურად, რომ ვინმე გამოდის და იძახის, რომ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობა და ხელისუფლება ამას არ აწვდის? აი, მერე შემიძლია შევეკამათო ყველას ლოგიკის ცოდნასთან ან უბრალოდ განცდასთან დაკავშირებით”, – თქვა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან შეხვედრის შემდეგ, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხელ სააკაშვილის ფოტოები წარადგინა და თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ყოველდღე საჯაროდ აწამებენ.