ანალიტიკოსი, ხათუნა ლაგაზიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ლაგაზიძის აზრით, იქ სადაც პრეზიდენტებს ასე კლავენ, რიგითი ადამიანების სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ უღირს ხელისუფლებას.
„ვინც დღეს სააკაშვილის სიკვდილს ხელს აწერთ, ერთი წუთით რომ წარმოიდგინოთ, რომ ხვალ მიშასთვის გამოტანილი განაჩენი თქვენს განაჩენად შეიძლება იქცეს, იქნებ თქვენც უფრო ბედნიერები ყოფილიყავით. ან რატომ გგონიათ, თქვენს მიერვე ზომბირებული საზოგადოებიდან, ვინმე თქვენს დასაცავად შეიწუხებს თავს. საზოგადოების ზომბებად ქცეულ ნაწილს კი რა უხარია ნეტა: იქ სადაც პრეზიდენტებს ასე კლავენ, თქვენი სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ უღირს ხელისუფლებას. მესმის ვისაც “ნაციონალების” ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი წარსული ტკივა, მაგრამ თქვენი წარსული ტკივილების გამო როგორ ჯოჯოხეთურ ქვეყანაში ცხოვრებისთვის ან ამ ქვეყანაზე სამუდამოდ უარის თქმუსთვის რომ წირავთ თქვენს შვილებს, სანამ გვიან არ არის, მიხვდებოდეთ ნეტავ“, – წერს ლაგაზიძე.