“ვისაც ‘კანონის უზენაესობა ძმაო’ მარტო სააკაშვილზე გახსენდებათ, თქვენი დედებს შე***ი” – ზურა ჯაფარიძე

“ვისაც ‘კანონის უზენაესობა ძმაო’ მარტო სააკაშვილზე გახსენდებათ, თქვენი დედებს შე***ი”, – ამის შესახებ “გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ Facebook-ზე დაწერა და ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირების, მათ შორის ღარიბაშვილისა და ფარცხალაძის უკანონო ქმედებები გაიხსენა.

ვისაც არც გახსოვთ და არც გადარდებთ რომ:

ღარიბაშვილის ნათესავებმა, ჯანყარაშვილებმა და სხვებმა, მილიონები შეჭამეს, ბიძინამ ეს აღიარა მაგრამ აპატია

თვითონ ღარიბაშვილს 300,000 (რაც თეთრად ჩანს) უშემოსავლო ‘მამამ აჩუქა’, ხოლო ათეულობით ათას დოლარიანი საათები ზეციური მანანასავით დაეცა თავზე

ფარცხალაძეს ავსტრიაში უჭირდა და ბოტასებს იპარავდა, თორემ საქართველოში ისეთი მარტივია ბიზნესის კეთება რომ უცებ იშოვა მილიონები

იგივე ფარცხალაძემ პატიმარი ღამით უკანონოდ გაიყვანა და აკაჩავა, ხოლო სიბერეში გამოალტინფოებულმა სუბარმა ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი წააშლევინა

იგივე ფარცხალაძემ დათო ყიფიანის შვილი, სპორტის მინისტრი, სარდაფში ჩაიყვანა, სცემა და ისე დააშინა რომ ის კაცი გაქრა

იგივე ფარცხალაძემ აუდიტის სამსახურის უფროსს საჯაროდ სცემა, რის მერეც ის ადამიანი ქვეყნიდან გაიქცა

ბერამ, სოც ქსელში შეურაცხყოფისთვის, მამის დაცვის უფროსს აკაჩავებინა არასრულწლოვნები და საკუთარ მონასთან (დღეს რომ პრემიერის როლზეა) საუბრის ჩანაწერი რომ გაუბაზრდა, დაადასტურა, კიო, ვქენიო, ეგრეა სწორი ძმაოო

ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი ფაქტობრივად სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს და არჩევნებში მეტი ხმების მიღების მიზნით, ციხეში ჩასვეს

ყველას უსმენენ და უთვალთვალებენ, მათ შორის თავისიანებსაც, პირადი ხასიათის ჩანაწერებით მართავენ საკუთარ ‘გუნდს’, არჩევნებს და ქვეყანას, და ეს იცის ყველამ

გადასკდნენ იმდენი ფული იშოვეს, ვეღარ ეტევიან კანში, აღარ იციან რა იყიდონ, რა ჭამონ, რა დალიონ, რა ჩაიცვან, სად იმოგზაურონ და რითი იმარიაჟონ

და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. უსასრულოდ

და ‘კანონის უზენაესობა ძმაო’ მარტო სააკაშვილზე გახსენდებათ

თქვენი დედებს შევე*ი, – წერს ჯაფარიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share