რის სანაცვლოდ გაურიგდა “უცნობი” სააკაშვილს?

გია გაჩეჩილაძე („უცნობი”) აცხადებს, რომ 2008 წელს შავნაბადაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რომელიც პროტესტის შეწყვეტის სანაცვლოდ ტელევიზიის სიხშირეს შეჰპირდა, თუმცა „მეორე დღესვე გადაადგო”.

ამის შესახებ გაჩეჩილაძემ „პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

„ინაუგურაცია 23 იანვარს იყო და ერთადერთი ადამიანი ვიყავი მე მაშინ, რომელიც არ ვწყნარდებოდი და არ ვეგუებოდი სააკაშვილის მოპარულ არჩევნებს. მომინახეს მეგობარი, რომელსაც დაარეკინეს ჩემთან. მან ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან. ჰოდა, ავედით სააკაშვილთან, მე და ბიძინა გეგიძე ვიყავით. რომ ავედით, იქ ისხდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა, რომ რა ვქნა, რა გავაკეთოო, ოღონდ ახლა შენ გაჩერდიო და პირდაპირ სიტყვებს მეუბნება – მეტს აღარ ვიზამო. მეთქი, არ გიჯერებ მაგას, მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე, ტელევიზია გამაკეთებინე. კი ბატონო, წაიღეო. უბრალოდ კენია ხო არა ვართო, მილიონობით სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო. ახლა ავტეხოთ სისხლისღვრა, ერთი ამბავი. ხო იცი, რო შეგვიძლია ისე რომ თან არც არავინ გააშუქებს რა მოხდაო, კარგი-მეთქი, სხვა რა გაზა მქონდა… სიხშირე არ მიმიღია, გადამადგო, მეორე დღესვე გადამადგო“, – ამბობს გაჩეჩილაძე.

https://publika.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 90
    „მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში"ჟურნალიტი ვახო სანაია  თავდასხმის დეტალებს ყვება. „მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. წუხელ დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, …
    Tags: და, რომ, იყო, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 90
    "საზოგადოების ნაწილი არაფრის კეთებაში იღებს ფულს, ზოგი კი წელებზე ფეხს იდგამს და  ბანკში მიაქვს""საზოგადოების ნაწილი არაფრის კეთებაში იღებს ფულს, ზოგი კი წელებზე ფეხს იდგამს და  ბანკში მიაქვს" "სახლში სიტყვა "კორონას" ხსენებაც კი ავკრძალე და ახალი ამბების მოსმენისას მაქსიმალურად ვცდილობ ბავშვები ოთახში არ იყვნენ"   ბოლო ერთ წელიწადში მომხდარმა მოვლენებმა, სტრესმა და ჩაკეტილობამ ბავშვები ძალიან შეცვალა. ფსიქოლოგების თქმით, მოზარდებში გახშირდა დეპრესიის ნიშნები. ჩვენი სტუმარია…
    Tags: და, არ, რომ, კი, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 90
    "ეს ოკუპანტის "მეოცნებე", "პოზორნი" ხელისუფლება უკომპრომისო თანმიმდევრული ბრძოლით შეიძლება "გაისტუმრო""დიახ უმაგრესი და სამართლიანი რეაქცია გვქონდა პუტინის "პროპაგანდისტის", ქართული მთლიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ავტორის მიმართ, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევით გაღატაკებულ , "გამომწყვდეულ" საქართველოში 50 კაცით ,საგრიალოდ ჩამოფრინდა და ჩვენ არ დავხვდით ხელგაშლილები , როგორც ყოველთვის და ელარჯი” არ ვაჭამეთ, არც ვიღაც მასპინძელ "პევიჩკას" შეარგეს ვაჟკაცებმა და პატრიოტმა ადამიანებმა ,დაგეგმილი…
    Tags: და, არ, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 89
    "ვაჯამებ წელს" - ნიკა გვარამია წლის ნომინაციებში გამარჯვებულებს ასახელებს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთავარის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე 2020 წელს აჯა­მებს და სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "გა­მარ­ჯვე­ბულს" ავ­ლენს: "ვაჯამებ წელს: წლის დამნაშავე: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. ხმების ქურდობისთვის და ხალხისთვის ხელისუფლების წართმევისთვის. წლის ანტიგმირი: ქართული პოლიცია ხალხის ნაცვლად, ერთი კაცის სამსახურში ყოფნისთვის, მართალთა უსამართლო ჩაგვრისთვის, დამნაშავეთა მფარველობისთვის და უდანაშაულოთა დევნისთვის. წლის გმირი:…
    Tags: და, წელს, ნიკა, რა, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა