ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანებებს ადგილი არ აქვს, სხვა შემთხვევაში ის მას არ აზიარებდა.
“ოდნავი ეჭვი მაინც რომ მქონდეს, სააკაშვილი თვითდაზიანებებს იყენებს, არავითარ შემთხვევაში ზიარების უფლებას არ მივცემდი. თვითდაზიანება ეს არის თვითმკვლელობა. ის აღსარებასაც ამბობს და აქ, რომ თვითდაზიანებას ჰქონდეს ადგილი, მე მას ზიარების უფლებას არ მივცემდი, ვინც არ უნდა იყოს.
არ არის სირცხვილი იმის აღიარება, რომ ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო სამსახური არ არის ისე განვითარებული, ასეთი ტიპის პაციენტებს სრულყოფილი მკურნალობა შესთავაზონ. ვფიქრობ, მას აქვს სიცოცხლის უფლება. ჩემი აზრით, აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და მისი გამოჯანმრთელება“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.