ჩეჩნეთის პარლამენტის დეპუტატებმა რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის თანამდებობის განმარტებაში „ერის მამის“ ტიტულის ჩამატება მოითხოვეს.
პარლამენტარებს რესპუბლიკური კონსტიტუციის 63-ე მუხლში შესაბამისი ცვლილებების შეტანა სურთ, რომელიც კადიროვის უფლებამოსილებებს აკონკრეტებს. მათ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტში ნათქვამია: „სიტყვა „ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის“ შემდეგ პირველ პუნქტს დაემატოს სიტყვები „ერის მამა“.
აღნიშნულ იდეას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის არის ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი.
მანამდე ჩეჩნეთის მთავრობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აბუზაიდ ვისმურადოვმა განაცხადა, რომ კადიროვი მთელი ჩეჩენი ხალხის ფადიშაჰია.