ნუცა ღოღობერიძე (ქალიშვილობის გვარი-ხუციშვილი) პირველი ქალი რეჟისორი საქართველოში და საბჭოთა კავშირში.კარიერის განმავლობაში სულ სამი სურათის შექმნა მოასწრო.ღოღობერიძის ბოლო,მესამე ფილმი ”უჟმური”დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად,1934 წლის ბოლოს გამოვიდა ეკრანებზე,თუმცა ცენზურამ ის მალევე გააქრო ისე,თითქოს არც არსებობდა.სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ნუცას შევიწროება ქმრის,ლევან ღოღობერიძის გამო,რომელიც 1937 წელს დახვრიტეს.თავად ნუცა კი კინოდან გააძევეს და მეგობრებმაც მიატოვეს.1937 წლის მიწურულს კი დააპატიმრეს და 10 წლით გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში.ბანაკიდან დაბრუნებულ ნუცას აღარ უცდია კინოში მუშაობის გაგრძელება.ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა და რამდენიმე წელიწადში სამ აკადემიკოსთან ერთად,არნოლდ ჩიქობავას ინიციტივით,განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ერთ-ერთი შემდგენელი გახდა.
ავტორი: ირაკლი მენაბდე