“ვივა მედის” კლინიკური დირექტორი, ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამ წუთებში იკითხება. პროცესზე ნადირაძე ამბობს, რომ მესამე პრეზეიდენტის თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ცუდად ყოფნაშია.
“მე არ ვერევი არც მის დაცვაში, არც მის სურვილებში, არც მის მისწრაფებებში, მან იპოვოს თავისუფლკების გასაღები. ეს მისი უფლებაა. ყველა ადამიანისტვის ყველაზე ძვირფასი არის თავისუფლება. ადამიანები ზუსტად ამ თავისუფლების გამო მივდივართ ყველაფერს. მეც არ ვიცი თავისუფლების გამო რაზე წავალ, რას გავაკეთებ, რაზე მოვაწერ ხელს…ჩვენ არ გვაინგტერესებს პაციენტის მისწრაფებები, ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად, თუმცა მე ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია, ესეც მესმის. მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას. მე პირადად ვინც მგონია, რომ არიან პაციენტის გულშემატკივრები, არც მათთან ვიზარებ თუ წერილობით, თუ ზეპირი სახით, რომ დაარწმუნონ პაცინეტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მირება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი”,- თქვა ნინო ნადირაძემ.