ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდოს ულოცავს.
“გისმინე წუხელ მთავარზე. ძალიან მიხარია შენი ამბები! გილოცავ სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდოს! ვამაყობ შენით და მადლობას გიხდი, რომ არ გავიწყდები.
წარმატებები და წინსვლა!” – წერს ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სახდეპმა ლომჯარიასა და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა.