ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება დღევანდელ სასამართლო პროცესს.
„ვუსმენ სასამართლო პროცესზე მოწმის დაკითხვას, მოწმისას, რომელსაც მაღალი სტატუსი აქვს სამედიცინო დაწესებულებაში. და ჰოი საოცრებავ “არაფერი არ იცის” და ეს მისი კომპეტენცია არ არის, სამაგიეროთ ფლობს სრულ ინფორმაციას ვინ რა საკვები მიუტანა პატიმარს, რა რაოდენობით და რა გემოსი – საოცრება არაა? განა ეს. ეს ისე. სინამდვილეში დღევანდელი პროცესი ჩემში ერთი სიტყვით ასოცირდება ბ ა ლ ა გ ა ნ ი..სიცხვილია! წყდება სიცოცხლის უფლების ბედი და ესენი ჭორობენ ვის რა აცვია.ტრაგიკომედიაა S O S!!!!!გვეშველება?“- წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე დაიკითხა.