ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს მიმართავს და წერს:
”ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze ბაღის მასწავლებელს რომ უხდით თვეში, იმ ფასად მილს უცვლით მანქანას ბიუჯეტის ხარჯზე და ეს გგონიათ ნორმალური?
მეეზოვეს რომ უხდით თვეში, იმ ფასად რომ ნაწილს უცვლით მანქანას ბიუჯეტის ხარჯზე ეგ გგონიათ სწორი ?
იმ მანქანას, რომელიც ხალხის ფულით გყავთ, რომელშიც საწვავს ხალხის ფულით ასხამთ, კვირაში 2 დღით რომ ესტუმროთ ოზურგეთს, თორემ თქვენს დეკლარაციას თუ დავუჯერებთ, ერთი მოტოციკლის გარდა არაფერი გაბადიათ.
ღარიბი ქალაქის – მდიდარი მერი, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს ეუბნება, რომ ბიუჯეტში მათთვის საკმარისი ფული არ არის, მაგრამ 5500 ლარიანი ხელფასის, ნახევარ მილიონად შეფასებული სახლის და “ატკატების” მიუხედავად თვლის, რომ ოზურგეთლების ხარჯზე უნდა ცვალოს მანქანის ნაწილები..
იმ ოზურგეთის მერზეა საუბარი, სადაც 12 000 ადამიანი ითხოვს დახმარებას ოფიციალურად სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ვერ ეხმარებიან..
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall – სირცხვილია! ასეთ უმცირეს დეტალებშიც რომ ძარცვავთ ხალხს! ” – წერს ნიკოლაშვილი.