ცნობილი რუსი მოჭადრაკე გარი კასპაროვი სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტზე და ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე პოსტს აქვეყნებს და წერს:
„რატომ არ არის ივანიშვილი სანქციების სიაში? მისი მითითებით, საქართველო პუტინის მხარეს დგას, ეხმარება რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში და წამებით კლავენ სააკაშვილს, რომელიც მტკიცედ ეწინააღმდეგება კრემლს“, – განაცხადა გარი კასპაროვმა.