ბატონ ბიძინაზე მეც ვლოცულობ და მთელი ქვეყანაც, – ასე უპასუხა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა “ტვ პირველის” მიერ დასმულ კითხვას: აიძულებენ თუ, არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პირებისთვის ლოცვას.
აქვე მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რომ დაუჯდომელი ლოცვები მხოლოდ წმინდანებისთვის აღესრულება და შეუძლებელია ეს ბიძინა ივანიშვილისთვის მომხდარიყო.
მინდა გითხრათ, რომ ბატონ ბიძინაზე მეც ვლოცულობ და მთელი ქვეყანაც, იმიტომ, რომ პიროვნებაა, რომელმაც ამ ქვეყანას დიდი ამაგი დასდო. ლოცვებში მოხსენიება ბატონი ბიძინასი კი არა, კომუნისტების დროს მთავრობის წევრებზე ვლოცულობდით, რას ლაპარაკობთ.
თქვენ რასაც გულისხმობთ, რომ დაუჯდომელი ლოცვები, ეს მხოლოდ წმინდანის მიმართ შეიძლება შედგეს. ბატონი ბიძინას მიმართ დაუჯდომელი, ვინ მოიგონა საერთოდ ასეთი რამე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „ტვ პირველთან“.