ჩემკენ იშვერენ თითს, რომ თურმე მე ვარ დამნაშავე და რაღაც მენანება ჩემი შვილისთვის – გიული ალასანია

ჩემკენ იშვერენ თითს, რომ თურმე მე ვარ დამნაშავე და რაღაც მენანება ჩემი შვილისთვის, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

ალასანიამ “ვივამედის” დირექტორ, ნინო ნადირაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ ადამიანები სასამართლო პროცესზე ასე არ უნდა იქცეოდნენ.

“დღესაც ისევ 38 ჰქონდა სიცხე. თურმე ყველაფერი სპეციფიკური დიეტის ბრალი ყოფილა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემკენ იშვერენ თითს, რომ თურმე მე ვარ დამნაშავე და რაღაც მენანება ჩემი შვილისთვის. ადამიანები სასამართლო პროცესზე ასე არ უნდა იქცეოდნენ (გულისხმობს ნინო ნადირაძეს)”, – აცხადებს გიული ალასანია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share