მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, მისი სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობაზე ორშაბათს გაგრძელდება.
სხდომა მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს, 17:00-ზე ჩანიშნა.
მოსალოდნელ შედეგს ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა და წერს:
”არ მაქვს მოლოდინი, რომ მიშას ივანიშვილი სასამართლო გადაწყვეტილებით გაუშვებს (მინდა ვცდებოდე), მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსართლე არევაძე პოლიტიკურ ვერდიქტს გამოაცხადებს, ნუ დავიწყებთ ვინმესკენ ან/და ერთმანეთისკენ თითის გაშვერას -საერთაშორისო ზეწოლა გარედან და შიგნით ყოვლდღიური აქტივობა-პროტესტი.
არაა სავალდებულო ეს აქტივობები იყოს უთვალავი თვალითა. სწორი,მიზანს მიმართული და გულწრფელი პროტესტი, მუდმივი და პერნამენტული დისკომფორტი რეჟიმს, ყოველთვის აღწევს მიზანს.
100% ვარ დარწმუნებული, რომ მიშას არც ჩვენ ყველანი ერთად და არც ცივილიზებული სამყარო პუტინ-ივანიშვილს არავინ მოაკვლევინებს.” – წერს ასკურავა.