ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და დატოვა აწყობილი სისტემა და ერთიანი გუნდი – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ POSTW-ს ეთერში განაცხადა: „მან თავისი ქონება კი არ ჩაიჯიბა და სადღაც გაიქცა, არამედ 95% მისცა თავის ქვეყანას. რომ ამბობენ ოფშორებიო, იქ როგორ გააფორმებდა. მან ქონება საქველმოქმედო ფონდში ჩადო. ოპოზიციამ კი ხან პარიზში გარბისო, ხან ვაშინგტონში, ხან რუსეთში. იმასაც ამბობენ, რომ საფრანგეთში ვითარებას ულაგებს სალომე ზურაბიშვილი, ხოლო რუსეთში უჩა მამაცაშვილი. ამის ახსნა რაციონალური ფორმითაც კი შეუძლებელია და ეს მოსაზრებები არაა კარგი ქართული პოლიტიკისთვის“, – აღნიშნა აბაშიძემ.