თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა. თურქეთის ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 5 400-ზე მეტი სირიაში კი 1 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ჯამში 35 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.